ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის ღია სხდომა

8 ოქტომბერი 2018

5 ოქტომბერს საქართველსოა ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტმა ღია სხდომა ჩაატარა. სხდომაზე ასოციაციის წევრების წარმოებაში არსებული კანონის დარღვევით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები განიხილეს. სხდომაზე გამოიკვეთა ძირითადი ხარვეზები, რომლითაც ხასიათდება ადმინისტრაციული სამართალწარმოება თბილისის მერიაში, თბილისის საკრებულოში, არქიტექტურის სამსახურში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

 

ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი აგრძელებს საკითხზე მუშაობას სამომავლო კვლევისთვის და რეკომენდაციებს შესთავაზებს ადმინისტრაციულ ორგანოებს პრობლემების გამოსწორების მიზნით. ამ საკითხზე კომიტეტის სხდომები ღიაა ასოციაციის ყველა წევრისათვის და ადვოკატებს კვლავ ექნებთ შესაძლებლობა ჩაერთონ კვლევის მომზადების პროცესში და წარმოადგინონ მათ წარმოებაში არსებული კანონის დარღვევით გამოცემული ინიდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი